„პირველი არხის“ გადაცემაში „შარქ თენქ საქართველო“ სადაც ადამიანები თავიანთი ბიზნესიდეებით ცნობილ ბიზნესმენებთან მიდიან დაფინანსების მოსაპოვებლად, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი და რეჟისორი დათო დოიაშვილი ერთობლივი იდეით გამოჩნდნენ. მათ მიუზიკლის გაკეთება სურთ, რომლისთვის პავლე მგელაძისგან, ილია წულაიასგან, ქეთი ქვარცხავასგან, დაჩი ჭოლაძისა და სოსო ფხაკაძისგან 10%-იანი წილის სანაცვლოდ 200 000 ლარის ინვესტიცია მოიპოვეს. ეს არის ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რომელიც გადაცემის არსებობის განმავლობაში განხორციელებულა.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები