გამომდინარე, იქიდან, რომ ლარი გაცვლითი კურსით არის გამყარებული, შეუძლებელია, რომ არ აისახოს ფასებზე, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე  რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი” და სხვა საკითხებთან ერთად ლარის გამყარების ფაქტორებსა და პროგნოზებს აჯამებს.

“მოგეხსენებათ, ჩვენთან მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, გაცვლითი კურსის დადგენა ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ხდება. ეს ქვეყანაში ვალუტის შემოდინება-გადინებაზე და მოლოდინებზეა დამოკიდებული”- ამბობს კობა გვენეტაძე და ლარის კურსის გამყარების მიზეზებს საგარეო ფაქტორებით ხსნის.

„ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვანწილად საგარეო სექტორის გაუმჯობესებითაა განპირობებული. რაც მოიცავს საქონლის ექსპორტისა და უცხოეთიდან გადმორიცხვების მაღალ ზრდას და უცხოეთიდან ტურისტული შემოსავლების ნაწილობრივ აღდგენას.

გარდა ამისა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის ფონზე გაზრდილია უცხოელების დაინტერესდება ლარის ფასიანი ქაღალდებით, რადგან ამას ემატება ის, რომ მაკროეკონომიკური, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ეკონომიკურ გუნდს, ამან გამოიწვია, რომ იმატა მოთხოვნამ ლარის დეპოზიტებზე.

ლარის გამყარებას ეს დამატებითი ფაქტორები უწყობს

ხელს.
ფაქტორები როდესაც გაუარესდა, ლარიც გაუფასურდა და როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესდა, ლარმა ეს ასახა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურებასთან შეწინააღმდეგება, იმ მიმართულებით, რომ საერთოდ არ გაუფასურდეს, ან გაუფასურება მთლიანად შეჩერდეს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

ეს არ იმოქმედებს, ეს გამოიწვევს რეზერვების ფუჭად ხარჯვას და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს მეზობელ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ ფუნდამენტურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, გავაანალიზოთ სიტუაცია, ეს არის მოკლევადიანი, თუ გრძელვადიანი ფაქტორები და ამ პერიოდში შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება დიდი  ფლუქტუაცია  ჰქონდეს ვალუტას, ის შევარბილოთ ინტერვენციებით, რაც გავაკეთეთ კიდეც 2020 წელს და 2021 წელსაც, თუმცა გავიმეორებ, ამ დროს შებრძოლება, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები ამას არ მიუთითებენ, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს“ – აცხადებს კობა გვენეტაძე „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

წამყვანის  კითხვაზე, როდის აისახება ლარის გამყარება ფასებზე, კობა გვენეტაზე პასუხობს:

„გამომდინარე, იქიდან, რომ ლარი გაცვლითი კურსით არის გამყარებული, შეუძლებელია, რომ არ აისახოს ფასებზე.

სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები არის შემცირებული, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან შეიძლება, ზოგიერთი პროდუქტის ფასის შემცირება სეზონურობის ბრალი იყოს.

მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მოლოდინები გაზრდილი არ იყოს და ზუსტად ამიტომ, ჩვენ გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთი. ეს რასაკვირველია, ვერ შეამცირებს და ვერ ამოაგდებს იმ ფაქტორს, რომელიც მოდის ნავთობის ფასის გაძვირებიდან, ეს შეუძლებელია.

ეს რომ გააკეთოს ნებისმიერმა ეროვნულმა ბანკმა, რომ გაანეიტრალოს ასეთი ფაქტორები, ეს გახდება მიზეზი ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირებისა და უმუშევრობის.

აბსოლუტურად მესმის, რომ ფინანსთა და ეკონომიკის ზრდაზე ზრუნვა, არ არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი, მაგრამ  საბოლოოდ რომც შეამციროს ასეთ დროს ინფლაცია, შემდეგ კვლავ დაბრუნდება ინფლაცია, შემცირებული მოთხოვნის ეფექტიდან გამომდინარე.

ძალიან ბევრი რამ ხდება ერთად და ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ“. – აღნიშნა კობა გვენეტაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

ვფიქრობთ, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

„როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურებასთან შეწინააღმდეგება, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები