მებაღე ზურა შევარდნაძე რეზო გაბრიაძეს იხსენებს და იმ ტრადიციაზე წერს, რომელსაც რეჟისორი ყოველწლიურად ასრულებდა.

„ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით:

“ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.”


რეზო გაბრიაძე.

წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი…
აღარ მოვიდა“. – წერს ზურა შევარდნაძე.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა. რეჟისორი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები