„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას საბა ქუთელიას საქმესთან დაკავშირებით – ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული მძიმე დიაგნოზით და სასამართლოში 4 წლის განმავლობაში მისი ოჯახის სარჩელმა ვერანაირი ინსტანცია ვერ გაიარა, რომ მისი პრობლემა მოგვარებულიყო.

„4 წლის წინ შეტანილ საბა ქუთელიას სარჩელს სასამართლოს ერთი ინსტანცია მაინც რომ გაევლო, დღეს ლუკა ალბათ აღარ დაელოდებოდა დედას ფსიქიატრიულში. მთელი დღე კარებს უყურებს, იქნებ, დედა შემოვიდეს და წაიყვანოს. უკვე, თვეზე მეტია. დედას ბავშვისთვის დღეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია საჭმლის მიტანა. დანარჩენი დრო, ბავშვი არ ჭამს დედის გარეშე, ტირის, ვერ უცვლიან, ცხადია, რადგან არ არის მათი პაციენტი, საერთოდ არ უნდა იყოს იქ აუტიზმის მქონე ბავშვი, არასდროს!

ყოველ ჯერზე ეკითხება დედას: როდის წამიყვან სახლში. დედას ვერ მიჰყავს, რადგან, სახლში, თერაპიის გარეშე, თავს იზიანებს. თერაპია კი არ არის, რადგან სასამართლომ არ დაგვიჯერა, რომ საქმე ასე მძიმედ იყო და მთავრობას მიტოვებული ჰყავდა ეს ბავშვები. ან, წაგვეგო მაინც ეს საქმე და გვეცოდინებოდა რომ ცუდი ბავშვთა უფლებების დამცველები ვართ და ვერ გადავარჩინეთ ბავშვი – ეს დროის გაწელვა რა უბედურებაა.

რანაირი ქვეყანაა. ბავშვი ტირის, მშიერია, ჩაკეტილია და ჩვენ ფბ ზე ვღლიცინებთ, ვხუმრობთ, ვაკომენტარებთ, ვალაიქებთ. რანაირი ადამიანები ვართ“.

ანა არგანაშვილი

 

მსგავსი თემები