მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ რუსეთში სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მუშაობა „ექსტრემიზმის“ მოტივით აკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

აღნიშნული სოციალური ქსელების მფლობელი კომპანია „მეტას“ ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. პროკურატურის განმარტებით, ისინი აპირებენ რუსების დაცვას მათი უფლებების შემდგომი დარღვევისგან.

პროკურორების თქმით, ექსტრემისტული ინფორმაცია ემუქრება როგორც ინდივიდებს, ისე მთლიანად საზოგადოებას და კომპანიამ დაარღვია საკუთარი წესები რუსი სამხედროების მკვლელობის შესახებ მოწოდებების გამოქვეყნებით.

ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება „ვოთსაპ“ მესენჯერს, რომელიც ასევე „მეტას“ კუთვნილებაა.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები