რა დასაქმებაზეა საუბარი, მთელი მექანიზმი მორგებულია, რომ ადამიანს საქმე კი არ შეუქმნან, არამედ მისცენ რაღაც მცირე შემოსავალი, რომ შიმშილს გადაურჩნენ – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში თემურ ჭყონიამ განაცხადა.

ცნობილმა ბიზნესმენმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც ქართველი ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ და სამუშაოდ სხვაგან მიდიან.

„ხელფასი შეიძლება გქონდეს დიდი, მაგრამ თუ ვერ გამოიყენებ სწორი დანიშნულებით, ის ხელფასიც კარგავს აზრს. ამიტომ მიდიან უცხოეთში ახალგაზრდები. მერე მეორე, ნეპოტიზმია. ბევრი ადამიანია დასაქმებული სახელმწიფოს მართვაში, საკრებულოებში, გამგეობებში. დღევანდელ ტექნოლოგიებში, როდესაც შეგიძლია დისტანციურად მართვა, მთვარეზე მართავენ დისტანციურად კოსმონავტებს, 10 კაცს და ჩვენ 10 კაცზე 14 პარლამენტის წვერი გვყავს. ამიტომ, რა დასაქმებაზეა საუბარი, მთელი მექანიზმი მორგებულია, რომ ადამიანს საქმე კი არ შეუქმნან, არამედ მისცენ რაღაც მცირე შემოსავალი, რომ შიმშილს გადაურჩნენ“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ქვეყნებიდან სპეციალისტების გადინება არ არის ახალი, მარტო საქართველოში არ ხდება. „მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ქვეყნიდან წასვლის არის, რომ ერთი და იგივე დროში, შრომაში, ადამიანი იღებდა 3,5 ლარს, რომელიც შეეფარდებოდა 1 დოლარს, მას შეუძლია იგივე დროში 3 დოლარი გამოიმუშაოს სხვაგან, ვიდრე აქ. ანუ 3-ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს აქ, ვიდრე სხვაგან“, – დასძინა ცნობილმა ბიზნესმენმა.

ლარის კურსი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ლარში ვუნაზღაურებთ, ბუნებრივად ეს გადაჰყავს დოლარში ან ევროში – თემურ ჭყონია

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები