აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე „თავდასხმები“ საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ „ღია შეტევაა“ – ასეთია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას შეფასება. ამის შესახებ გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.

„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან”,- წერს გახარია „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები