ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, ახალი სავაჭრო ობიექტებიც ემატება. აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, საერთო სივრცეში, მგზავრებს უკვე საერთაშორისო ბრენდის ,,მინისოს“ პროდუქციის შეძენაც შეუძლიათ.

ქუთაისის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან პირველია, სადაც  “მინისო” გაიხსნა. ამ ობიექტში ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქციის სწორედ ის ასორტიმენტია შერჩეული, რომელიც აეროპორტის მგზავრებისთვის არის საინტერესო.

მსოფლიოში “მინისოს” ბრენდის ქვეშ არსებული 5000 სავაჭრო ობიექტიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ობიექტი ერთადერთია, რომელიც აეროპორტის ფორმატში გაიხსნა.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ,,მინისო“ არის ბრენდისთვის საქართველოში რიგით მე-20 და მესამე ფილიალი იმერეთის რეგიონში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები