„ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით გეგმის შესაბამისად, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ეს საკითხი ოპოზიციური მუხტის დასაგდებად სჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს პრობლემა წინა პლანზე წამოსწია იმიტომ, რომ ზეგ არის მიტინგი, რომელმაც, როგორც ცნობილია უნდა მოითხოვოს მთავრობის გადადგომა.

ოპოზიციური მუხტი და გნებავთ სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო მუხტი, რომელიც გაჩნდა ქვეყანაში, სწორედ ამ პუნქტების შესასრულებლად უნდა გამოიყენონ. “, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა.

მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი – “მელი მოძღვრად” გამახსენდა

„ქართული ოცნება” პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მორატორიუმს სთავაზობს. როგორც კობახიძე აცხადებს, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები