ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირება მოახდინოს და დეპუტატის აზრით, სრულიად სწორი ნაბიჯია. ამ განცხადებით სამადაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა

და შესაბამისად, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ბევრისმთქმელი განცხადება, არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ამის გამო აზრს შეიცვლის, არამედ იმიტომ რომ, ეს ძალიან ცხადად ერთ რამეს აჩვენებს – „ქართული ოცნება“ ეს არის ჩაძირული გემი და ამ გემიდან ჩამოსვლას ცდილობს ყველა, ვისაც საერთაშორისო კონიუნქტურის, რომელიც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს, რაიმე სახის გააზრება შერჩა. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირება მოახდინოს და ეს არის სრულიად სწორი ნაბიჯი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები