რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მათ, ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობენ, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

„მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“ შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა ასევე აღნიშნა, რუსეთი თავის დასაცავად ყველანაირ საშუალებას იყენებს.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

„როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს ბლეფი არ არის.“– განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები