რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, „რათა უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა.

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ – უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ – ბრძოლის ველზე“, – განაცხადა პუტინმა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები