„პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია”,- ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან პუტინის საქციელს უგუნური უწოდა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განახორციელოს პუტინზე ზეწოლა.

„პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

პუტინის გამოსვლა და მისი განცხადებები ე.წ. რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ მორიგი დადასტურებაა, რომ პუტინის ინტერესში არ შედის მშვიდობა. ის დაინტერესებულია თავისი აგრესიული ომის ესკალაციით. ეს ასევე არის მისი სასოწარკვეთილების მორიგი ნიშანი“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში „ყალბ, უკანონო რეფერენდუმებს“.

ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

„ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – არესტოვიჩი რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზებას ეხმაურება

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები