გასულ კვირას დავოსმა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა წელს გლობალური დათბობა გახდა. ფორუმს თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი დაესწრო, მათ შორის იყო პრინცი ჩარლზი.

ინტერნეტში ბრიტანელი მონარქისა და 16 წლის შვედი მოსწავლისა და ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის შეხვედრის ემოციური კადრები გავრცელდა. პრინცი თავად მივიდა ეკოდამცველთან და მას ხელი ჩამოართვა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ჩარლზი ამ შეხვედრით საოცრად ბედნიერი და კმაყოფილია.

ჩარლზმა და გრეტამ მედიის გამძაფრებულ ინტერესებზე ისაუბრეს. 16 წლის მოსწავლე გამოტყდა, რომ მედიის მხრიდან მომატებულ ყურადღებას რთულად ეგუება. თავის მხრივ პრინცმა ჩარლზმა თქვა, რომ მედიის მხრიდან გადაჭარბებულ ყურადღებასთან შესაგუებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05