საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.

“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად,” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაში.

მსგავსი თემები