საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგინეს, ამის შესახებ კი ინფორმაცია პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გაავრცელა.

“საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ, რომელიც ბიუროს სხდომას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ამჟამად, საბჭოში 7 წევრია, ორი პოზიცია კი – ვაკანტურია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები