“ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია”, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა საქართველო მზად არის, შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად იმუშაოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად:
“ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.