პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა.

ღარიბაშვილი ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

როგორც პრემიერი წერს, მათ შეხვედრაზე მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.

„შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნული პრემიერის „ტვიტში“.

 

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები