პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს – სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და მისი რეალური რეფორმის აუცილებლობა აღინიშნა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე ხელისუფლების როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაზე.

“შეხვედრაზე პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისა და ხელისუფლების იძულების დამატებითი ბერკეტის საფუძველს”, – აცხადებენ პარტიაში.

გიორგი გახარია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები