იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ახალ წერილს ეხმიანება.

ოხანაშვილი ასევე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დაპირისპირებაა და ლოგიკური გაგრძელება იქნება ის, რომ პარტიის ფორმალურ თავმჯდომარეს გადააყენებენ, ან ის რადიკალური ქმედებების მონაწილე იქნება:

“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება უკვე ცალსახაა, ლოგიკური გაგრძელება იქნება და ალბათ, ­მალე ვიხილავთ, რომ ფორმალური თავმჯდომარე ვინც ჰყავთ, გადააყენებენ, ან ის იქნება რადიკალური ქმედებების მონაწილე.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, რომ მის გარშემო საზოგადოებრივი ინიციატივის მქონე ჯგუფები გაერთიანდნენ, გახსოვთ იყო განცხადებები, რომ მას ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ საქართველოში, მივედით იქამდე, რომ არათუ საზოგადოების მხრიდან მოხდა შემოყვანა, არამედ უკანონოდ შემოიპარა და არანაირი ემპათია ხალხში არ არის ამ ადამიანის მიმართ იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს, რომ თურმე არაფერი მომხდარა და დემოკრატიის შუქურაა, ბოლოს მივედით იქამდე, რომ მხარდამჭერებსაც კი ეხვეწება, სთხოვს რომ საზოგადოებრივი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნას ჯგუფები, თუ ეს იქნება კანონის ფარგლებში, მათი გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ.

მაგრამ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც დათმო საკუთარი ნებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და როცა სიმბოლოებზეა საუბარი, “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე შეურაცხყოფას აყენებს მოქმედ პრეზიდენტს და არ აღიარებს, სხვებისგან ითხოვენ დანაშაულის სიმბოლო ვინც იყო, მის ექსპრეზიდენტობას ვცეთ პატივი, თვითონ არ სცეს პატივი არაფერს და სხვისგან ნუ მოითხოვენ იმას, რასაც თავად ნიველირებას უკეთებენ.” – თქვა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი მორიგი მიმართვა გამოქვეყნდა.

სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნება. ყოფილი პრეზიდენტი ასევე საზოგადოებას სთხოვს, 29 ნოემბერს ჩანიშნულ მის მორიგ სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები