პარტია „საქართველოსთვის“ წევრისა და დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თამარ ჟვანია იძულების ფორმით გადააყენა და ამით სახის შენარჩუნებას ცდილობენ. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, სავარაუდოდ, მმართველმა პარტიამ ეს იმ საკითხების გადასაფარად გააკეთა, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს.

„ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგების შენარჩუნება ვერ შეძლო. ამის მიზეზი სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონეა, შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით სახის შენარჩუნებას ცდილობენ.

„ქართული ოცნება“ იძულებულია მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები იმისთვის, რომ გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ამ თვალსაზრისით ჟვანიას გათავისუფლება კარგი საშუალება იყო,“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის,

 თამარ ჟვანია თანამდებობას 1 ივლისიდან ტოვებს

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები