მომღერალი ნინი წიკლაური ექვსწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა. ის აშშ-ში ცხოვრობს, სადაც საკუთარი ბენდი ჰყავს, სხვადასხვა ადგილას გამოდის და ასევე ბავშვთა სტუდიაში ასწავლის. ნინი იქ საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა დედა და ბებია თბილისში ჰყავს.

სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა ნინის მიერ გავრცელებულმა ფოტომ, სადაც წლების უნახავ გამზრდელ ბებიას კოცნის და ეხუტება.

ფოტო: ნინი წიკლაური წლების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა – ემოციური შეხვედრა ბებიასთან

ამ ფოტოს კომენტირებისას ჟურნალ „სარკესთან“, მომღერალი აღნიშნავს:

„ის წამი, როდესაც ბებიას ჩავეხუტე, უბრალოდ, გაიყინა. მასთან შეხვედრას ექვსი წლის განმავლობაში თითქმის ყოველღამე ვხედავდი სიზმრებში. როდესაც ბებიას ისევ შევეხე, არანორმალური ემოცია მქონდა…“

ემოციური ვიდეო: როგორ ხვდება აშშ-ში მცხოვრები მომღერალი ნინი წიკლაური წლების უნახავ დას

ფოტო: ნინი წიკლაურის შესრულება, რომლითაც ამერიკული საპროდიუსერო კომპანია დაინტერესდა

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები