კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილი მოცეკვავე მეუღლისგან, სოფო გოგებაშვილისგან, როგორც ჩანს, ქართული ცეკვის გაკვეთილებს იღებს. სპორტსმენმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეო განათავსა, სადაც დიდი მონდომებით ცეკვავს.

ვიდეოს ნიკამ დააწერა: „ვარჯიში ქართულ სტილში“, რაზეც უცხოელი მეგობრები უწერენ, რომ ეს ცეკვა მართლაც კუნთების საუკეთესო გავარჯიშებაა და ნიკას სთხოვენ, მათ უკეთ ასწავლოს ქართული ცეკვა. ერთ-ერთი მეგობარი კი უწერს, რომ ეს არის საუკეთესო ვიდეო, რომელიც ამ ეტაპზე ინტერნეტში უნახავს.

 

მსგავსი თემები