კალათბურთელ ნიკოლოზ ცქიტიშვილის მეუღლე, სოფო გოგებაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და პასუხს სცემს კითხვაზე, ნიკას წარმატება და კარგი ვიზუალური მხარე მასში ეჭვიანობას თუ იწვევს.

სოფო გოგებაშვილი:

„ამისთვის უკვე დიდები ვართ. თავიდან ასაკიც ისეთი მქონდა, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი, ჩასაფრებული ვიყავი, მაგრამ დრომ მიმახვედრა, რომ წარმატებული ურთიერთობის ყველაზე დიდი საფუძველი ნდობაა, თუმცა ბოლომდე არ უნდა მოეშვა. ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ცოტა ეჭვიანი. მგონია, რომ ქალს ეს უხდება და კაცებსაც მოსწონთ ოდნავ ეჭვიანი ცოლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზომიერებას უნდა გასცდე (იღიმის)“.

მსგავსი თემები