ნატო-ს უკვე აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ალიანსმა 2008 წლის სამიტის დროს მიიღო.

სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ როდის მიიღებს ალიანსი საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში. ინტერვიუს დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი თავის „ღია კარის“ პოლიტიკას რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგს არ შესწირავს.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები