ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მისთვის გაუგებარია, როცა ადამიანს კარგი შემოსავალი აქვს, რატომ უნდა იხდიდეს ბიუჯეტი მის ორკვირიან კარანტინის ხარჯს სასტუმროში.

გთავაზობთ ჟურნალისტის პოსტს ამ თემაზე:

„თუ ადამიანს აქვს შემოსავალი, რატომ აფინანსებს გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტი მის ორკვირიან ხარჯს კარგ სასტუმროში? სამჯერადი კვებით. ზოგს მეტი სჭირდება.

77 ათასი ბავშვი რომ მშიერია ქვეყანაში, ამის დროა? ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთის ნაწილი, ბიუჯეტიდან კარანტინის ფულს არ იხდიან. თუ, აქ, ვინმეს ფინანსური ინტერესი არაა, როგორ შეიძლება ხელისუფლება გიფარავდეს ამხელა ხარჯს ( როცა ამის საჭიროება არ გაქვს).

პენსიონერებს და ბავშვებს შიათ. ისინი გამოკვებეთ“.

მსგავსი თემები