გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლების  მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ღვთის წყალობით, ორივემ ახალ რეალობასთან შეგუება და გიორგის გარეშე ცხოვრების სწავლა დაიწყო.

„კიდევ ყოჩაღ გიორგის დედას, ქალბატონ თამუნას, რომელმაც მოახერხა ძალის მობილიზება საკუთარ თავში, რომ ამ უბედურებისთვის გაეძლო. საზოგადოების მცირე ნაწილის აგრესიასაც გაუმკლავდა ღვთის წყალობით. რაც შეეხება გიორგის მამას, ლევანის, კაცის ბუნება ალბათ სუსტია მდგრადობის თვალსაზრისით“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმეში უსამართლობის მთავარი ხაზი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათი ინტერესების გამტარებელი ადამიანებისგან მოდიოდა.

“ცდილობდნენ, რომ რამენაირად ოჯახი დაეყოლიებინათ, რათა ამ საქმისთვის მათთვის სასარგებლო კალაპოტი მიეცათ. ეს იყო „მთავარი“ არხი, მისი გენერალური დირექტორის ბატონი გვარამიას წინამძღოლობით აპოლოგეტი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის. ისინი მუდმივად ცდილობდნენ, რომ ამ საქმიდან თავიანთთვის სასარგებლო გამოეყვანათ. დღეს თქვენ ხედავთ, რომ მათ გაიმაიმუნეს და თავი მოიჭრეს ჩვენს საქმეზე”- თქვა ნიკოლაძემ.

“ალყაში ჰყავდათ მოქცეული ერთი პირი…” – ბრალდების მხარის მტკიცებით, ფოტოგრაფმა არასრულწლოვან ნ.ქ.-ს წინააღმდეგ მისცა ჩვენება

 

მსგავსი თემები