თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება.

“მომავალ წელს დაგეგმილია 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, პარალელურად მზადდება ინფრასტრუქტურა, რომ ამ ავტობუსებმა შეუფერხებლად შეძლონ დედაქალაქში გადაადგილება. ავტობაზა მნიშვნელოვანია, რომ ამ 18-მეტრიან ავტობუსებს მოემსახუროს. ამაზე გვაქვს მზაობა, რომ გამოვაცხადოთ გამარტივებული შესყიდვა და სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ავტობუსების დამზადებას გარკვეული დრო დასჭირდება და მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ შემოყვანას”, – განაცხადა მერმა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

 

 

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები