ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც კრამონი Twitter-ზე წერს, საქართველოს ევროპულ ოჯახში მიესალმებიან მაშინ, როდესაც დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდება.

კრამონის განმარტებით, ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი.

ევროპულ გზაზე პირველად რეალური შანსი გაჩნდა – ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები გვაპატიებენ – ზურაბიშვილი

ის ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მეგობრები, ე.წ. არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს, რუსეთთან „შეერთების“ შესახებ, არასოდეს აღიარებენ.

ჩემი პროგნოზით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს: კარლ ჰარცელი

შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს

„ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის ფასი ყველაზე კარგად იცის. გასულ საუკუნეში, თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად, რუსეთის იმპერიიდან, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლასა და შრომას მოითხოვს. ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ე.წ. არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს, რუსეთთან “შეერთების” შესახებ, არასოდეს ვაღიარებთ. ჩვენ, თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში თქვენთან ერთად ვდგავართ. დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს თქვენს აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებასა და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა, უმრავლესობით ევროპული მომავალი აირჩიეს. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – წერს კრამონი.

ევროპული მომავალია საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, კონკრეტული სახე შეიძინა: ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი

 

მსგავსი თემები