გუშინ ნიუ-იორკში ამერიკული მოდის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია CFDA Awards გაიმართა. ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ, რომელსაც ტომ ფორდი ხელმძღვანელობს, მიმდინარე წლის ყველზე გამორჩეული დიზაინერები და მოდის სახლები დაასახელა. მათ შორის მოხვდა „ბალენსიაგა“ და ქართველი დემნა გვასალიაც, რომელსაც „ქალის სამოსის შექმნისთვის წლის დიზაინერის“ პრიზი გადაეცა. საინტერესოა, რომ CFDA Awards-ი მოდის „ოსკარის“ სახელთ არის ცნობილი.

 

ღონისძიების წამყვანი მსახიობი ემილი ბლანტი გახდა. დემნასთან ერთად გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში კრისტიფერ ჯონ როჯერსი, ემილი ადამსი, ედვინ ტომპსონი და სხვა ცნობილი დიზაინერები გახდნენ.

 

ნატალია ხარაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები