თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებეზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბედი წყდება და ამ დროს ჩვენ ხაზარაძე- ჯანფარიძის აბსურდული პროცესის სრულიად სამარცხვინო ბრალდებების მოსმენით ვართ დაკავებული.

„ შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა მსოფლიო წესრიგის უზრუნველსაყოფად;
– ის, რაც ამ დღეებში მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონს შორის ხდება, სრულიად პირდაპირ სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული ჩვენთან – დემოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ;

– ანუ მარტივად ჩვენი ბედი წყდება.

ამასობაში ჩვენ რით ვართ დაკავებული?

იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის წინაშე მდგომი ეზგისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ სრული ეროვნული კონსოლიდაცია გამოვაცხადოთ ხაზარაძე – ჯაფარიძის მიმართ პიროვნული ბოღმების ნთხევით, აბსურდული პროცესის სრულიად სამარცხვინო ბრალდებების მოსმენით ვართ დაკავებული 😞

ღმერთო, დაიფარე საქართველო“. – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები