სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.

ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო.

„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას.

უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა , ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

სოსო გოგაშვილი

306-ე საკანი“. – წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ სიმართლე არაა – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მუხთარლის გატაცების თაობაზე, გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დეტალებზე

სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაურმა შვილის საქმრო მისი ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა

გომელაურმა ჩემი ოჯახი გაწირა, ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა.. მამაჩემის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ნინი გოგაშვილი

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები