მსახიობი ზაზა კოლელიშვილი რთულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო თავისი ნიჭი სრულად ვერ გამოიყენა.

“წლები იყო არ ვსვამდი, მაგრამ მერე ჩემს თავს მოვუგონე “პრაზდნიკი”, აი, საშობაოდ დავლევ. იმას იქით არ გადავდიოდი, ვიფილტრავდი სისხლს, მაგრამ თუ იტყვი, რომ არ დავლევ, “პა პრაზდნიკამ” რაღაა. ახლა მით უმეტეს, ვინ რაღა უნდა მომთხოვოს, მაგრამ სინდისმა უნდა მოგთხოვოს. ცოტა ხმამაღლა არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ღმერთისგან მოცემული ტვინის და ნიჭიერების 10% არ მაქვს გამოყენებული.

ერთ წელიწადში დავკარგე ჯერ მამა, რომ გაიგო დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა, წნევამ დაარტყა და მოკვდა, 6 თვის თავზე დედაჩემი და 6 თვეში ბიძაჩემი. ეს სამი ადამიანი 58 წლის მამაჩემი, 57 დედაჩემი და 52-ის ბიძაჩემი. წელიწადი და 9 თვე არ გამოვფხიზლებულვარ, მიმალავდნენ სასმელს, ისე ცუდად ვიყავი. ნათია (მეუღლე) რომ არ ყოფილიყო, ჩემთან ინტერვიუ არ იქნებოდა. ვეძებდი, ყველასთან ვსვამდი. აქაც დამეხმარა კინოფესტივალი ოქროს არწივი, მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის მომცეს ოქროს არწივი და 50 ათასი მანეთი, მაშინ ეს იყო უზარმაზარი თანხა. რაღაც ახალი სტიმული დაიბადა, უცებ ვიღაცამ დამიძახა, ბატონო ზაზა და ყურში უცნაურად გაიჟღერა. ჩემმა მეუღლემ 9-ჯერ გადამარჩინა სიკვდილს, ყოველთვის ითმენდა ნათია”, – ამბობს კოლელიშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები”.

მსგავსი თემები