საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მზადდება მრავლისმომცველი სარჩელი, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევა.

“ჩვენ ვამზადებთ ძალიან სერიოზულ და ძალიან მრავლისმომცველ სარჩელს, რომელიც ძალიან მალე შევა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ყოველგვარი უარი, ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვა ეს არის პასუხი, რომელსაც ჩვენ საქმეში ვამატებთ ყოველდღიურად არა, ყოველ საათობრივად.

ყველა ის განცხადება, რომელიც მოსმენილი გაქვთ “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, ყოველი ნაბიჯი და ქმედება, რომელიც მათ გადადგეს. დისკრედიტაციის მცდელობები, უარი მკურნალობაზე პრაქტიკულად, უსაფრთხოების პრობლემების შექმნა… ყველაფერი ეს არის დეტალურად აღნუსხული და იკინძება ერთ ძალიან დიდ და სერიოზულ საქმეში, რომელიც მძიმედ დასრულდება “ქართული ოცნებისთვის”,- ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები