მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:07-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოემზადეთ მოულოდნელობებისა და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს სხვათა ნათქვამზე რეაგირება, რადგან ასე ძალიან გაგიჭირდებათ კონფლიქტისგან თავის დაღწევა.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული გამოაშკარავდეს საიდუმლო, რომელსაც პარტნიორი დიდხანს და გულდასმით გიმალავდათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე

– სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მეგობრული კონტაქტებისა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დასაკავებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალებისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

მსგავსი თემები