მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:52-დან 12:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ნუ იჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, უმჯობესია მოიძიოთ მეტი ინფორმაცია და ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.

არ ღირს საკუთარ ინტუიციას ნდობა, ბევრად სასარგებლო იქნება გამოცდილ ადამიანთა რჩევით მოქმედება.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება. არ ღირს ზედმეტი ემოციების გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საორგანიზაციო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ბინის მოწესრიგებისა და ინტერიერის შესაცვლელად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარჯანი, ოპალი, ზურმუხტი, აქატი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

მსგავსი თემები