სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას დატოვებს და მესამე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

„მელია თუ წამოვა „ნაცმოძრაობიდან“ და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნება. საერთოდ შევცვლით პოლიტიკურ პროცესს“,-განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატად მელიას მხარდაჭერას, იგი ნაციონალურ მოძრაობის წევრებს “პოლიტიკურ სპეკულანტებს” უწოდებს.

“ნაცმოძრაობას ვერ გადავათქმევინებთ, ის თავის კანდიდატს დააყენებს. მე ვამბობ, იყოს მესამე ცენტრის კანდიდატი, რისთვისაც მე აქტიურად ვმუშაობ. უფრო მეტიც ვთქვი, რომ რამე არ გეგონოთ, მე ჩემს პერსონალურ ამბიციას გვერდზე გადავდებ-მეთქი. რას შვებიან ესენი? ვითომ არ იციან, რას ვლაპარაკობ, ხომ ვიცნობ მათ მოხარშულს ყველას. აი, მელიას უპირისპირდებაო. უფრო მეტს ვამბობ. მელია თუ წამოვა ნაცმოძრაობიდან და შემოუერთდება მესამე პოლიტიკურ ცენტრს, ძალიან მაგარი იქნება, ჩემი აზრით”.  — განაცხადა ვაშაძემ.

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები იწყება – ოპოზიცია ხვალ “ოცნებას” შეხვდება

იმედი მაქვს, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა – გიორგი ვაშაძე

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები