ჟურნალი ,,თაიმი” 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლის გმირების დასახელებას გეგმავს. ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც დაესწრებიან, რომლებმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუ მისცეს. ესა არის პირველი შემთხვევა სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, როცა მეუღლეები ტელევიზიას ინტერვიუს აძლევენ, ისინი ეთერში პირველად ტიტულების გარეშე წარადგინეს წარწერით, „მეგანი და ჰარი“.

ეს სატელევიზიო მიმართვა მეუღლეებმა პოლიტიკური განცხადებისთვისაც გამოიყენეს. მათ ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.

ინტერვიუს დროს მეგანი „ვიქტორია ბექჰემის“ ბლუზსა და „ალექსანდრა ვანგის“ შარვალში იყო გამოწყობილი.

მსგავსი თემები