მეგან მარკლის მამა, ტომას მარკლი Channel 5-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობს, სადაც ის ღიად საუბრობს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებაზე, შვილთან წარმოქმნილ კონფლიქტებსა და ოჯახურ პრობლემებზე. ტომას მარკლის თქმით, მისი და მეგანის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მან ქორწილამდე ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. სამეფო ოჯახმა ეს უპატივცემულობად ჩათვალა და ქორწილზე მისი დაპატიჟება გადაიფიქრა. ტომას მარკლი ამბობს, რომ ის ძალიან ნაწყენია და მიიჩნევს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ.

იმის დასამტკიცებლად, რომ ყოფილ მეუღლესთან და მეგანთან ოჯახური იდილია ჰქონდა, ტომას მარკლიმ დოკუმენტურ ფილმში ფოტოალბომიდან ემოციური ფოტოებიც გამოაქვეყნა. ფოტოებზე აქამდე უცნობი კადრებია, როგორ უვლის ტომას მარკლი ახალშობილ მეგანს, როგორ აღნიშნავენ ერთად დაბადების დღეს, როგორ ხვდებიან ერთმანეთს დღესასწაულებზე.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05