უკრაინაში მყოფ მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დამცინავი რეაქციებს ეხმაურება და ამის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე წერს. როგორც მებრძოლი აცხადებს, მან ნახა ოქრუაშვილი ბრძოლაში, სადაც გადარჩენის შანსი მწირი იყო და როგორ ჯოჯოხეთს გადიან ფრონტის ხაზზე.

„მე წავიკითხე პოსტი ირაკლი ოქრუაშვილზე, თურმე ვიღაცამ დააჰაჰავა, რადგან ის დაბრუნდა საქართველოში. თურმე უნდა მოვკვდეთ და ჩამოგვასვენონ მერე ნახევარი საათით ფარისევლური ცრემლები რომ გადმოყარონ ისიც სხვის დასანახად, რათქმა უნდა არ მყავს მხედველობაში ის თბილი ქართველები ვინც გულწრფელად გვეფერებიან და ისინი არიან უმრავლესობა. ღმერთს მადლობა ამისთვის. დიდი მოკრძალებით მინდა ვუთხრა ყველას, სადაც მე ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე, ეს იყო ირპენი , სანგრები, დაზვერვის 4 დღე და ღამე, 50 მეტრში რუსი ფაშისტები, და კიდევ ბევრი ასეთი ადგილი სადაც გადარჩენის შანსი 2 % ზე ნაკლებია , იგივე ელისაშვილზე შემიძლია ვთქვა. და ყველა მებრძოლზე ვინც თუნდაც ერთხელ იყო ბრძოლის ხაზზე. მოდით ჰაჰავისტებო და ლვივში მაინც ჩამოდით , ისე ნუ გგონიათ იქ არაფერი ხდებოდა. იქ სადაც ჩვენ ჩამოსვლის პირველი ღამეები გავატარეთ ჩვენი წამოსვლის შემდეგ დაიბომბა და რომელ შენობაში და საწოლზე 3 ღამე მიძინა კვესკნელში ჩაიტანა. ხო და ჰაჰავისტებო არც ლვივში ჩახვიდეთ რადგან შარვლებს დასვრით. აღარ მოვყვები ჩვენ ბიჭებზე ჩვენ ჯგუფზე რა ჯოჯოხეთიც გავიარეთ უკვე მერამდენჯერ. რას გადავურჩით , მე ცეცემ , ქაცარავამ და ყველა იმ ბიჭებმა ვინც ეს 42 დღე ომის ხაზზე ვართ . ჰაჰავისტებო ყოველთვის ვერიდები ცუდი სიტყვებით შეგამკოთ. გთხოვთ აქ წამოსულ ნებისმიერ ქართველს თუ არ ეფერებით ეგ თითები მაინც მოაშორეთ კლავიატურას“ – წერს მებრძოლი პირად გვერდზე.

ნადიმ ხმალაძის სტატუსზე თანამებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილიც აკომენტარებს: „ნუ მიაქცევ ყურადღებას ნადიმ, ვირისგან წიხლი არასდროს არ უნდა გვეწყინოს“.

ირაკლი ოქრუაშვილმა უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ 12 აპრილს დაწერა, სადაც აღნიშნა რომ რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად დაბრუნებას აპირებს.

მსგავსი თემები