ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველმა, ბელა მაღლაფერიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ შეიკრიბა რამდენიმე ქართველი დემნა გვასალიასთვის „მოდის ოსკარის“ მეორედ მიღების მისალოცად. როცა დემნა გარეთ გამოვიდა, მას ქართულად ულოცავდნენ, დემნამ მათ საჰაერო კოცნა გაუგზავნა, თუმცა ახლოს არ მისულა, რამაც ქართველი მაყურებლის ნაწილის განაწყენება გამოიწვია.

მათ შორისაა ცნობილი ტელეჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძეც, რომელმაც ვიდეო გააზიარა და დაწერა:

„ქართველმა ადამიანმა, გულწრფელი სიხარულით, ემოციით, ქართული დროშით და ქართული ენით გადაწყვიტა დემნა გვასალიასთვის მიელოცა ჯილდო, რომელიც მან წუხელ მოიგო..

დემნას “რეაქცია” თავად შეაფასეთ.

მე ის ვიცი, რომ ყველგან, სადაც დიდ ფესტივალზე პატარა ქვეყნიდან ჩასული მსახიობი/რეჟისორი მინახავს, ყველა განსაკუთრებით ეპყრობა საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ ჟურნალისტს თუ თაყვანისმცემელს. და ეს მათთვის საამაყოა..

ბელა მაღლაფერიძე, მაგარი ხარ, რომ მიხვედი და ეს გააკეთე👌

დემნა 10 თავით ამაღლდებოდა ჩემს თვალში, ბელას (ანუ ქართველის) არსებობა ნორმალურად რომ შეემჩნია…“

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები