დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ე.წ. ლოკდაუნები და ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება.

“განიხილება არაპირდაპირი დისკომფორტის ე,წ მწვანე პასპორტების საკითხი და წამახალისებელი ღონისძიებები,”

ამირან გამყრელიძის თქმით, აქცენტი გაკეთდება ე.წ. მწვანე პასპორტებზე და წამახალისებელ ღონისძიებებზე.

“შეზღუდვებზე საუბარი არაა, პანდემიის მართვის შეცვლილი მოდელია მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას. ე.წ ლოკდაუნები და ტრანსპორტის შეჩერება – ეს არ განიხილება, განიხილება არაპირდაპირი დისკომფორტის ე,წ მწვანე პასპორტების საკითხი და წამახალისებელი ღონისძიებები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები