მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი შვიდი წელია, ცოლ-ქმარი არიან. ისინი „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ ესტუმრნენ და გადაცემის მთავარ თემაზე, ოჯახური ცხოვრების კრიზისებზე საკუთარი მაგალითიდან ისაუბრეს.

ლევან ხურციამ აღნიშნა, რომ რთული პერიოდების გარეშე არც ერთი ურთიერთობა არ არსებობს:

„კრიზისს აქვს თავისი სახეობები, მაგრამ ჩვენ ვეძახით სირთულეებს. თუ ყველაფერი ჰარმონიულადაა და ლამაზად მიმდინარეობს, ე.ი. იქ გულწრფელობა არ არის. მარტივად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, იქ უნდა იყოს კამათიც და ჩხუბიც… ცემა-ტყეპა, რა თქმა უნდა, მიუღებელია და არც უნდა არსებობდეს არავისთან. გარდა ამისა, რაც ჩამოვთვალე, ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გვქონდა, კრიზისიც… გაცნობა-შეგუება ადვილად გავიარეთ, რადგან ორივე ზრდასრული ადამიანი ვართ.

მარიამ კუბლაშვილი:

„ვფიქრობ, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში ქალზეა ბევრი რამ დამოკიდებული და ის არის დომინანტი. პირველ რიგში, მოთმინების უნარია მნიშვნელოვანი და იმის უნარიც, რომ არ აფეთქდე. მომენტი, რომ მას კარგად ვიცნობ, დრომ მოიტანა. ხშირად სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი უკმაყოფილება სინამდვილეში, სხვა ფაქტორიდან წამოვიდა. მამაკაცების ჩონჩხი ერთი აქვთ, სხვადასხვანაირი ხასიათი აქვთ, მაგრამ ღერძი მაინც საერთოა თითქოს. როცა ლევანი ცუდ ხასიათზეა, საერთოდ არ ვცემ პასუხს. გამოვიმუშავე მოთმინების უნარი. რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ, არ ვესაუბრები და ვარ ძალიან მორჩილი. გარკვეული დროის შემდეგ ვიწყებ მასთან საუბარს, მას მერე, რაც საკუთარ სათქმელს ბოლომდე იტყვის…“

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები