ლელა წურწუმია დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დატოვებს. ამის შესახებ ის ოფიციალურ გვერდზე წერს. განცხადებაში აღნიშნულია:

„დილა მშვიდობისა🤗 დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონი ლევან რატიანის და მისი უმაგრესი მედპერსონალის, განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის.
დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა❤️ განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის და რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს“.

მსგავსი თემები