ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ე.წ. “მწვანე პასპორტების” გაუქმების საკითხს ეხმიანება.

კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კერძო ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და სტუმრები ობიექტზე ტესტის ან ვაქცინაციის სტატუსით უნდა დაუშვან:

“კერძო ბიზნესმა, და არა მარტო, უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით, ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით).

ეს წესი, მინიმუმ, შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს.

მე, პირადად, მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას!”, – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

ამავე თემაზე წაიკითხავთ ვრცლად:

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

გამყრელიძე: ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია “მწვანე პასპორტი” მოითხოვონ, ეს მათი გადასაწყვეტია

კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!

როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ “მწვანე პასპორტები” უაზრობა იყო… გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას: ხვიჩია

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები