საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე “მწვანე სტატუსთან” დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

ღიბრაძის თქმით, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად:

„კიდევ ერთხელ მინდა, დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში, აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, ადამიანს თუ აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძემ ასევე განმარტა, თუ სად იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა:

“ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები – ღია დახურული სივრცე, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები, ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზები.” – თქვა მან.

ობიექტები, სადაც „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ მოხვდებით

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები