კორონავირუსმა რომ მთელ მსოფლიო სპორტს მუსრი გაავლო, ეს ცნობილია. ვეღარ ტარდება ეროვნული ჩემპიონატები, გადაიდო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. ვირუსმა დიდი თანამდებობის მქონე პირებიც არ დაინდო და არც ნავარჯიშებ, ჯანღონიან ახალგაზრდა ბიჭებს შეუშინდა. კორონავირუსი დაუდგინდა არაერთ ცნობილ სპორტსმენს, მეტწილად ფეხბურთელებს. უკვე იმდენი არიან, რომ INSIDE GLOBAL-მა კორონავირუსით დაინფიცირებულთა სიმბოლური ნაკრებიც კი შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი იტალიის სერია ა-ს წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ სიაში მყოფი ორი ფეხბურთელი, “ჩელსელი” ჰადსონ-ოდოი და “არსენალის” თავკაცი არტეტა უკვე გამოკეთდნენ.

 

კორონიანთა სიმბოლური:

მეკარე: მარკო სპორტიელო (ატალანტა)

მცველები: დანიელე რუგანი (იუვენტუსი), ელიაკიმ მანგალა, ესეკიელ გარაი, ხოსე გაია (ყველა ვალენსია)

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), მარუან ფელაინი (შანდუნ ლუნენი), პატრიკ კუტრონე (ფიორენტინა)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), მანოლო გაბიადინი (სამპდორია), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა (არსენალი)

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05