„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების დარჩენის მსურველთა უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, რომლებმაც ომის შემდეგ „სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს“.

როგორც მან დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში, 31 ივლისის მდგომარეობით, სულ 110 ათასი რუსია შემოსული და აქედან ცხოვრების განზრახვით შემოსულთა რაოდენობა შეიძლება იყოს 10 ან 20 ათასი.

კობახიძე: რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ

„საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 100 ათი ათასზე ნაკლები მოქალაქე. მათ შორის არიან რამდენიმე დღით ჩამოსულები, ერთი დღის შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ.

შესაბამისად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოვიდნენ, შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 10 ათასი ან 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია.

მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში. ამას დაზუსტება სჭირდება აქედან, რამდენია ქართველი, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. ყველაფერს რასაც ავრცელებენ, სიცრუეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ერთადერთი მიზანი დგას და ეს მიზანი საქართველოს კონფლიქტი ჩართვაა.

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა

„ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა და ახლა ირიბი გზით ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას, რომ ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე, რასაც არ დავუშვებთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, რომ არავითარი ინციდენტი არ იყოს დაშვებული. რისკი არის და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.“ – დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები