ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება.

გვენეტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურნავას კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„იმისთვის, რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები