საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციამ, რომელიც ამჟამად 13.9%  ნიშნულზეა, მარტიდან კლება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გვენეტაძემ რადიო „ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი” განაცხადა.

„დღეს ინფლაცია მთავარი გამოწვევაა.  პანდემიის არაორდინარულმა მოვლენებმა: მიწოდების ჯაჭვების მოხსნამ, საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებამ და მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსმა, გამოიწვია დიდი გამოწვევები მთელ მსოფლიოში“. – აცხადებს ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის წინა წლის შემაჯამებელ შეფასებებში იყო საუბარი იმაზე, რომ მეორე კვარტალიდან ინფლაციამ შეიძლება შემცირება დაიწყოს და ნელ-ნელა მიუახლოვდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. წამყვანის, გიორგი კეპულაძის კითხვაზე, ხომ არ შეცვლილა პროგნოზი, კობა გვენეტაძე პასუხობს:

„იმ პროგნოზის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ითვალისწინებს უკვე დამდგარ გარემოებას და ამავე დროს იმას, თუ რა არის მოსალოდნელი, პროგნოზი კვლავ ძალაშია. მარტის თვიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს.

მოგეხსენებათ, 13. 9% პროცენტი წლიური ინფლაცია იყო. თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მაჩვენებლიდან 3,6 % პუნქტი კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ძირითადი ნაწილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო სტატისტიკური ეფექტია, როდესაც ეს სუბსიდია შეჩერდება, ვფიქრობთ,  მარტიდან უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზი არის უცვლელი. მარტის თვიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს და ნელ-ნელა უნდა დაუახლოვდეს 3 %-იან მიზნობრივ მაჩვენებელს“. – აცხადებს კობა გვენეტაძე.

2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში არსებული მზარდი ინფლაციის გამო, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა. კითხვაზე თუ როდის დაიწყებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, სების პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას შემდეგ, რაც ინფლაცია მართლაც დაიწყებს შემცირებას, განაკვეთიც ეტაპობრივად დაიკლებს.

“მას შემდეგ, რაც უტყუარად დავინახავთ, რომ ინფლაციის შემცირებასთან ერთად, ინფლაციური მოლოდინები ნამდვილად მცირდება, ზომიერი ნაბიჯით შევამცირებთ მონეტარულ პოლიტიკას. ჩვენ სხვადასხვა ფაქტორს ვუყურებთ და სხვადასხვა მიმდინარეობებს. მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ, ლარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობას, რომელიც ინფლაციური მოლოდინების კარგი ამსახველია.

თუკი შევხედავთ ბოლოს განახლებული ლარის შემოსავლიანობის მრუდს, ფინანსურ ბაზარზე საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთებში შემცირების მოლოდინები ნამდვილად იკვეთება,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

ვფიქრობთ, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

როდის აისახება გამყარებული ლარი ფასებზე – კობა გვენეტაძის განმარტება

„როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურებასთან შეწინააღმდეგება, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები